განათლების კოალიცია ერთი წლის საქმიანობას აჯამებს

Feature Image

განათლების კოალიციამ, წლის ბოლოს, ტრადიციულად, ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ მნიშვნელოვანი თარიღები დაასახელა და, აუდიტორიასთან ერთად, 2019 წელს კოალიციის სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ამბები და პროექტები გაიხსენა.

2019 წლის საქმიანობის შეჯამებამდე, პანელური დისკუსია გამართა თემაზე: საგანმანათლებლო ლიდერის როლი სკოლის განვითარებაში. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ, დისკუსიის გახსნისას, აღნიშნა, რომ წელს კოალიციისთვის ყველაზე მთავარი სიახლე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი იყო და სწორედ ამიტომ, სკოლის ლიდერებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გადაწყვიტეს საუბარი

შემაჯამებელი ღონისძიება