1) ისტორია და მოტივაცია
აპლიკანტს გააზრებული აქვს სკოლის ლიდერის მნიშვნელობა და როლი სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებაში. მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტით.
2) სკოლის მართვა და განვითარება
დირექტორს კარგად აქვს გააზრებული სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები. სტრატეგიული დაგეგმარებისას, აანალიზებს და ითვალისწინებს სკოლის კონტექსტს და რეაგირებს გამოწვევებზე. სკოლის სტრატეგიული განვითარების პროცესი თანმიმდევრული და მონაწილეობითია.
3) სწავლა-სწავლების ხარისხის
განვითარება მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი ასრულებდეს სკოლის საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციებს, ჩართული იყოს და ხელს უწყობდეს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ამ მხრივ, საგულისხმოა არაფორმალური განათლების დანერგვის ხელშეწყობაც.
4) ინკლუზიური და პოზიტიური სასკოლო კლიმატის განვითარე
ბა დირექტორი უნდა ზრუნავდეს სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, რაც აისახება სასკოლო თემის მოტივაციაზე და კმაყოფილებაზე.
5) რესურსების განვითარება და მოზიდვა
დირექტორი სწორად აფასებს სკოლის შესაძლებლობებს და მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს. ზრუნავს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე.