შერჩევის პროცესი

1) ტექნიკური გადარჩევა აღნიშნული

ეტაპი გულისხმობს განაცხადების ტექნიკურ შეფასებას. შემდგომ ეტაპზე გადავა მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადები.

2) საბჭოს მიერ აპლიკაციების შეფასება

მეორე ეტაპზე გადასული განაცხადები გაივლიან შინაარსობრივ შეფასებას საბჭოს წევრების მიერ. აპლიკაციები ფასდება ხუთქულიანი სისტემით თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით.

3) სამუშაო სემინარი და გასაუბრება

უმაღლესი ქულების მქონე მეორე ეტაპზე გადასული 10-მდე დირექტორი ესწრება 2 დღიან სამუშაო სემინარს, სადაც საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით ამზადებენ სკოლის განვითარების მოკლევადიან გეგმას. სემინარის მსვლელობისას საერთაშორისო ექსპერტი აკვირდება აპლიკანტებს და საბჭოს წარუდგენს თითოეულ აპლიკანტზე მოკლე შეფასებას.

სემინარის შემდეგ იმართება მეორე ეტაპზე გადასულ ყველა აპლიკანტთან ინდივიდუალური გასაუბრება საბჭოს წევრებთან.

4) ადგილზე ვიზიტები

საბჭოს წევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს ფინალისტ სკოლებში. აღნიშნული ვიზიტის მიზანია საბჭო ადგილზე გაეცნოს დირექტორის საქმიანობის შედეგებს, და მიიღოს უკუკავშირი სასკოლო საზოგადოების მხრიდან.

5) გამარჯვებულების გამოვლენა

გაერთიანებული ინფორმაციის საფუძველზე, საბჭო კონსენსუსის წესით გამოავლენს 3 გამარჯვებულს, გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელ  სკოლას. ასევე იმსჯელებს გამოყოფილი ერთიანი ფონდის განაწილების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება სპეციალურ ღონისძიებაზე, სადაც მოწვეულ იქნება განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები.