კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო” 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც იზიარებენ ,,განათლება ყველასათვის” მსოფლიო დეკლარაციის პრინციპებს. კოალიცია ადვოკატირებას უწევს ,,განათლება ყველასათვის” მიზნების განხორციელებას საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში. კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის წევრია. საერთაშორისო კოალიციის მისიაა ზეგავლენა მოახდინოს მთავრობაზე, რათა მათ უზრუნველყონ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება მიიღოს ხარისხიანი განათლება. მოძრაობა მოქმედებს იუნესკოს ეგიდით, განათლება ყველასათვის დეკლარაციის ფარგლებში (www.campaignforeducation.org). კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.