ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

ირინა ხანთაძე

ირინა ხანთაძე

გამგეობის თავმჯდომარე
1997 წლიდან დაინტერესდა და ჩაერთო სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების პროგრამებში. სწორედ აქედან გამომდინარე 1999 წელს შეუერთდა ახალდაფუძნებულ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს. 2004 წლიდან არის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ცენტრმა არაერთი ინიციატივა განახორციელა სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებისა და სამოქალაქო განათლების კუთხით. ასევე, ირინა გახლავთ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. სამხრეთ კავკასიის რეგიონს წარმოადგენდა ევროპის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის გამგეობაში. 2013 წელს, კოალიცია სწორედ მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა.
გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია

დირექტორი
2011 წელს სწავლობდა მისურის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების პროგრამაზე. 2012 წელს დაამთავრა მალმოს უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებების მიმართულებით. მიღებული აქვს კულტურის კვლევების მაგისტრის ხარისხი სოხუმის უნივერსიტეტში. 2017 წლიდან სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე. 2011 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს საელჩოში შვეიცარიის კონფედერაციაში. 2013 წელს მუშაობდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში,“ თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტში. 2015-2016 წლებში - „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცეტრში.“ 2016 წლიდან კი, შემოუერთდა კოალიციას. სხვადასხვა დროს იყო GIZ-ის კონსულტანტი. ავტორია რამდენიმე კვლევითი ნაშრომის, გავლილი აქვს გადამზადებები გაეროს ტრენინგებისა და კვლევების ინსტიტუტში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). 2018 წელს მიღებული აქვს ევროკავშირის სტიპენდია სასკოლო საკითხებზე კვლევის განსახორციელებლად.
რევაზ აფხაზავა

რევაზ აფხაზავა

პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი (გამგეობის წევრი)
2000 წლიდან მუშაობდა ფონდში „ღია საზოგადოება - საქართველო“ განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის გაუმჯობესების პროგრამაში. 2002 წლიდან კი იყო განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, ხოლო 2013 წლიდან არის, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. განხორციელებული აქვს არაერთი კვლევა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის, კერძო რეპეტიტორობის ფენომენის და სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 2014-2016 წლებში იყო კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2016 წლიდან საქმიანობს ამავე კოალიციაში პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცრად. პარალელურად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას განათლების სისტემაში მოქმედ სახვადასხვა ორგანიზაციებში, ძირითადად სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. 2013 წლიდან ჩართულია უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების საქმიანობაში. არის ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის მაგისტრი და დოქტორის ხარისხის მაძიებელი. მოწვეული პედაგოგის სტატუსით ამავე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს განათლების მენეჯმენტში.
თამუნა გურგენიძე

თამუნა გურგენიძე

ორგანიზაციული განვითარებისა და კომუნიკაციის მენეჯერი
2012 წელს დაამთავრა “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტი”(GIPA), საჯარო მმართველობის პროგრამა. 2012 – 2017 წლებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ფსიქოპროექტი“, 2014 - 2016 წლებში იკავებდა ანალიტიკური ჯგუფის ხემძღვანელის პოზიციას ანალიტიკური პროგნოზირების სააგენტოში (Oxygen of Democracy). 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე არის კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ კომუნიკაციის ოფიცერი.

გამგეოობის წევრები

ლიკა ღლონტი

uni.ge
(Erasmus+ ეროვნული ოფისი)

გიორგი ახმეტელი

ხელმისაწვდომი
გარემო ყველასათვის

ბერდია ნაცვლიშვილი

PH International

მაია კობახიძე

საქართველოს პედაგოგთა და
მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

ირინა კიკვაძე

სკოლა, ოჯახი, საზოგადოება

ინგა პაიჭაძე

საგანმანათლებლო ინიციატივების
ქართული ასოციაცია (სიქა)

თინათინ ცერცვაძე

საქართველოს დებატებისა
და განათლების ინსტიტუტი

დოდო თხელიძე

მათემატიკის მასწავლებელთა
საგნობრივი ასოციაცია

ელენე რუსეცკაია

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ნანა ციხისთავი

ისტორიის მასწავლებელთა
საქართველოს ასოციაცია