სააპლიკაციო ფორმა

სააპლიკაციო ფორმა

1 სააპლიკაციო კითხვები
2 თანდართული ინფორმაცია/საბუთები
3 პირადი ინფორმაცია
  • გაგვიზიარეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი პროფესიული კარიერის შესახებ; რატომ იღებთ კონკურსში მონაწილეობას და რატომ თვლით, რომ უნდა მოხვდეთ ფინალისტთა შორის. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები სკოლის დირექტორის საქმიანობასა და როლთან დაკავშირებით. რა არის ის მთავარი პრინციპები რითიც ხელმძღვანელობთ ყოველდღიურ საქმიანობის პროცესში?
    მაქს. 500 სიტყვა
  • გაგვიზიარეთ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ინფორმაცია სკოლის შესახებ; აღწერეთ სკოლის კონტექსტი და მის წინაშე არსებული გამოწვევები. წარმოადგინეთ ინფორმაცია სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, როგორია განვითარების სამომავლო ხედვა და პრიორიტეტები? რამდენად გაზიარებულია აღნიშნული ხედვა სკოლის საკვანძო გუნდის მიერ? როგორია სკოლის გუნდის მართვისა და განვითარების სტრატეგია?
    მაქს. 500 სიტყვა.
  • რას თვლით თქვენი საქმიანობის საკვანძო კონკრეტულ შედეგებად? რა სახის საქმიანობები განახორციელეთ ამ შედეგების მიღწევისათვის და რა გავლენა იქონია ამ შედეგებმა სკოლაზე?
    მაქს. 500 სიტყვა
  • წარმოადგინეთ სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათი გადაჭრის გზები. აღწერეთ კონკრეტული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები.
    მაქს. 500 სიტყვა
  • აღწერეთ თუ როგორ ზრუნავთ სასკოლო კლიმატის განვითარებაზე, როგორ დაახასიათებთ არსებულ ვითარებას და რა კონკრეტულ მიდგომას და ღონისძიებებს ახორციელებთ ამ კუთხით? გთხოვთ, წარმოადგინოთ კონკრეტული შედეგები.
    მაქს. 500 სიტყვა
  • აღწერეთ თქვენს ხელთ არსებული რესურსები, მათი გამოყენების საშუალებები და განვითარების გზები. როგორ ახდენთ დამატებით რესურსების მობილიზებას? რა გამოწვევებს აწყდებით ამ მიმართულებით და პრობლემის დაძლევის რა გზებს იყენებთ?
    მაქს. 500 სიტყვა
  • აღწერეთ თქვენი სამომავლო გეგმები პროფესიული კუთხით; რას შეცვლიდა თქვენთვის კონკურსში გამარჯვება? როგორ გამოიყენებდით ამ სტატუსს? აღწერეთ და დაასაბუთეთ თუ რა მიმართულებით და როგორ გამოიყენებდა სკოლა კონკურსის ფარგლებში მიღებულ ფულად ჯილდოს. წარმოადგინეთ თქვენი გეგმის კონკრეტული მიზანი, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები.
    მაქს. 500 სიტყვა
  • მიუთითეთ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია რაც შეესაბამება კონკურსის თემატიკას.