სიახლეები
5 დეკემბერი 2017

გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“

2017 წლის 1 დეკემბერს, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ორგანიზებით, გაიმართა გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“, რომლის მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა.

გამოფენის ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაციები:
 მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“;
 განათლებისა და მართვის გუნდი;
 კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC ;
 PH International;
 Junior Achievement;
 მზეკო;
 ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი;
 საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა);
 ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი;
 ასოციაცია „ათინათი“;
 საზოგადოება „ბილიკი“;
 ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი“;
 სათემო კავშრი – ნუკრიანი;
 რაგბის ასოციაცია;
 „ლაზარე“;
 CSRDG;
 სამოქალაქო განათლების ფორუმი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ასევე, კონფერენციის დასკვნით ნაწილში საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებისა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტებმა.

კოალიციის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს!