სიახლეები
2 სექტემბერი 2014

განათლება ყველასათვის

2008 წელს გლობალურმა პარტნიორობამ განათლებისთვის დაიწყო გლობალური კამპანია განათლებისთვის დაფინანსება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კოალიციური მოძრაობაა.
ამ მიზნით გლობალურმა კამპანიამ განათლებისთვის დაარსა სამოქალაქო საზოგადოების განათლების ფონდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უშუალოდ აფინანსებს ქვეყნების შიდა კოალიციურ პროექტებს განათლების სფეროში. პროგრამა ფოკუსირებას ახდენს ეროვნული კოალიციების შექმნასა და გაძლიერებაზე, რათა ისინი უფრო ეფექტურად იყვნენ ჩაერთულნი განათლების სფეროს განვითარებაში, ადვოკატირების პროცესში და ხელი შეუწყონ განათლება ყველასათვის მიზნების შესრულებას თავიანთ ქვეყნებში.
მიმდინარე პროექტი, რომელსაც კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო ახორციელებს, განათლება ყველასათვის მესამე და მეექვსე მიზნებიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დახვეწაზე, სკოლის სამეურვეო საბჭოების ქმედითუნარიანობის გაძლიერებაზე, ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაზე საქართველოს სკოლებში და კოალიციური მუშაობის ჩამოყალიბებასა და გააქტიურებაზე სამოქალაქო საზოგადოების მეტი და ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად განათლების სფეროში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა განათლება ყველასათვის მიზნების მისაღწევად.
მსოფლიოს მასშტაბით პროგრამას კოორდინირებას და ტექნიკურ დახმარებას უწევს გლობალური კამპანია განათლებისთვის.