სიახლეები
21 ნოემბერი 2018

კამპანიის “დაასრულე ძალადობა” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კამპანიის “დაასრულე ძალადობა” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონიზძიებაზე გაეროს ბავშვთა ფონდმა წარადგინა ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის შედეგები, რომელსაც პროექტში მონაწილე მოსწავლეები, მასწავლებლები და პარნტიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული  საკომუნიკაციო კამპანია „დაასრულე ძალადობა“, რომლის მიზანი იყო  საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირება, რომ მეტ ადამიანს შეეტყო და მიემართა აღზრდის ალტერნატიული, პოზიტიური მეთოდებისთვის.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა კოალიცია „განათლება ყველასათვის“, ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მხარდაჭერით. ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი მშობელი მონაწილეობდა აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ დისკუსიებში.

კამპანია ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

#დაასრულეძალადობა