სიახლეები
12 ივლისი 2018

კოალიციას ახალი დირექტორი ჰყავს!

2018 წლის 12 ივლისიდან კოალიციას ახალი დირექტორი, გიორგი ჭანტურია უხელმძღვანელებს.

გიორგი კოალიციაში 2016 წლიდან მუშაობს და ასრულებდა კომუნიკაციის ოფიცრისა და შემდგომ უკვე პროექტების კოორდინატორის ფუნქციებს; უძღვებოდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.

იგი რამდენიმე წელია მუშაობს განათლების საკითხებზე, როგორც საჯარო ასევე არასამთავრობო სექტორში. 2015-2016 წლებში მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცეტრში. 2013 წელს – ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში,“ თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტში. 2011 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს საელჩოში შვეიცარიის კონფედერაციაში. სხვადასხვა დროს იყო GIZ-ის კონსულტანტი.

რაც შეეხება მის განათლებას, 2011 წელს სწავლობდა მისურის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების პროგრამაზე. 2012 წელს დაამთავრა მალმოს უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებების მიმართულებით. მიღებული აქვს კულტურის კვლევების მაგისტრის ხარისხი. 2017 წლიდან სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე.

ვულოცავთ მას ამ წინსვლას და ვუსურვებთ წარმატებებს!
აქვე, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კოალიციის წინა დირექტორს, ბატონ ბექა ურუშაძეს და წარმატება ვუსურვოთ შემდგომ საქმიანობაში!

წინ დიდი გეგმები გვაქვს!