სიახლეები
15 ოქტომბერი 2018

კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველო” კამპანიაში დაასრულე ძალადობა ჩაერთო

კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართულ კამპანიაში დაასრულე ძალადობა ჩაერთო. კამპანიის ფარგლებში მშობლებთან შეხვედრა თბილისის 150-ე სკოლაში გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაცია მშობლები განათლებისთვის წარმომადგენელი მანანა ჯინჭარაძე და 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი ნათია ფურცელაძე.

შეხვერაზე განიხილეს ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობის ფორმები და იმსჯელეს პოზიტიური აღზრდისა და სწავლების მეთოდებზე.

კამპანია #დაასრულეძალადობა მიზნად ისახავს ძალადობასთან დაკავშირებული დეფინიციების უკეთ გაცნობას საზოგადოებისთვის.

კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

__________

კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში. კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის (Global Campaign for Education) წევრია.