სიახლეები
9 იანვარი 2019

კოალიციის „განათლება ყველასათვის“ 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კოალიციის „განათლება ყველასათვის“ 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო განათლების პოლიტიკის დეცენტრალიზაციის, საგანმანათლებლო ასოციაციებისა და სკოლების მხარდაჭერის პროგრამების მიმართულებით მიღწეული შედეგები, ასევე ისაუბრა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიება დასრულდა საზეიმო მიღებით, რომელიც ლადო აფხაზავს, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ყოფნას მიეძღვნა. ლადო აფხაზავას წარმატება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა მიულოცეს.