სიახლეები
30 აგვისტო 2019

მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის – გზამკვლევი

პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ ფარგლებში კრიტიკული აზროვნების შესახებ გზამკვლევი შემუშავდა. გზამკვლევზე მუშაობდნენ: პროექტის კონსულტანტი – ნატალია ინგოროყვა და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის კლუბის წევრები: ნათია ფურცელაძე, ლადო აფხაზავა, დაჩი ნანობაშვილი, ნინო აბულაძე, მანანა კაპეტივაძე, თემურ სუყაშვილი, ნადია დაბრუნდაშვილი და ელისო აბრამიშვილი.

პროექტი „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ხორციელდება განათლების კოალიციის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

პროექტი ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით.  კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეო რგოლები და ბროშურები.

მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის >>