სიახლეები
26 დეკემბერი 2017

2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2017 წლის 26 დეკემბერს, სასტუმრო “რუმსში,” ჩავატარეთ წლის შემაჯამებელი ღონისძიება: მიმოვიხილეთ წელს განხორციელებული საქმეები და მიღებული შედეგები, განვიხილეთ 2018 წელს დაგეგმილი აქტივობები 💹

 შეხვედრის ბოლოს, ჩვენ წევრ ორგანიზაციასთან, ქალთა საინფორამციო ცენტრთან ერთად, დავაჯილდოვეთ მულტიმეტია კონკურსის გამარჯვებულები.
🔎 დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://bit.ly/2Cbd1BY

 ამავე შეხვედრაზე, ზრდასრულთა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ანასტასია თუმანიშვილის სახელობის ჯილდო მიენიჭა ბატონ პავლე თვალიაშვილს! კიდევ ერთხელ ვულოცავთ მას ამ წარმატებას!

📌 დიდი გეგმები გვაქვს მომავალ წელს! რაც ყველაზე მთავარია, ვაგრძელებთ ადვოკატირებას ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფისათვის.
#education4all