სიახლეები
22 დეკემბერი 2016

მეტი განათლებული ქალი საქართველოში

საზღვაო ჰოსპიტალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული სოციალური კამპანია, #მეტიგანათლებულიქალისაქართველოში, 2016 წლის 24 დეკემბრიდან ოფიციალურად აიღებს სტარტს.

კამპანიის მიზანია ქალების ცნობიერების ამაღლება ფორმალურ და არაფორმალურ განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ვინაიდან განათლება ერთადერთი იარაღია, რომელიც ხელს უწყობს ქალების ფუნდამენტალური უფლებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და პირდაპირ აისახება მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე, ქალების მიმართ ძალადობის შემცირებაზე. განათლება საშუალებას აძლევს ქალებს მიიღონ სწორი და საჭირო ინფორმაცია, გაიუმჯობესონ ცოდნა, უნარები და შემდგომში გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარ ჯანმრთელობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებით.

კამპანიის ფოკუსია სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და საკვერცხეების ონკოლოგიური დაავადებით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, ადრეულ ასაკში დაოჯახებით, აბორტებით, ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანით ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, რაც თავის მხრივ განპირობებულია ამ საკითხებზე დაბალი ცნობიერებით, ან გენდერული სტერეოტიპების გამო არსებული ბარიერებით.

აღნიშნულ სოციალურ კამპანიას გამორჩეული ფორმით შემოუერთდა “ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის” ხელმძღვანელი პროფესორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე. ბატონმა არსენმა 2010 წელს თავად დაამარცხა ონკოლოგიური დაავადება, მას მიაჩნია რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და სწორედ ამ მესიჯის მატარებელია მის პერსონალური ნახატების გამოფენა, რომელიც 20 დეკემბერს ბრუნდება მილანის გალერეიდან და 29 დეკემბერს ნიუ იორკში, მანჰეტენზე გამოიფინება! ბათუმში მისი ნახვა მხოლოდ ერთი დღით იქნება შესაძლებელი 24 დეკემბერს 18:00 საათიდან სასტუმრო „ეიფორიაში“ გამოფენა-აუქციონზე. აუქციონზე გაყიდული ნახატებიდან შემოული თანხის ნაწილი აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მოხმსრდება. ქალბატონებთან მისი პროფესიული ურთიერთობიდან გამომდინარე კი თვლის რომ განათლება სწორედ ის ინსტრუმენტია რომელიც ქალს ბედნიერების და დედობის შეგრძნების უფრო ლამაზი ფერებით აღქმაში ეხმარება, შედეგად კი ოჯახი პატარის დაბადებს უფრო მეტად გაცნობიერებული და მომზადებული ხვდება.

ქვევით აღნიშნული აქტივობებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ და უერთდებიან აღნიშნულ კამპანიას.

აქტივობები:
24 დეკემბერს ბათუმელი და თბილისელი ექიმების მონაწილეობით ფოტოპროექტი სოციალური კამპანიის დასაწყებად.
პრეს კონფერენცია ქალაქ ბათუმში და შემდეგ თბილისში.
სტუდენტებთან შეხვედრების 2-3 თვიანი ციკლის დაგეგმვა და კვირაში ერთხელ წარმატებულ ქალებთან შეხვედრების ორგანიზება
სტაჟირებების ხელშეწყობა იმ დაწესებულებეში სადაც ქალებს უკავიათ ხელმძღვანელი პოზიციები.

მხარდამჭერები:
“ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა”
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“
კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო”

პატივისცემით
საზღვაო ჰოსპიტალის ადმინისტრაცია