სიახლეები
7 თებერვალი 2018

კონფერენცია განათლების დაფინანსების შესახებ დაკარში

2018 წლის 2-3 თებერვალს, სენეგალში, ქალაქ დაკარში ჩატარდა “გლობალური პარტნიორობა განათლებისათვის (GPE)” მიერ ორგანიზებული კონფერენცია განათლების დაფინანსების შესახებ. კონფერენციას უძღვებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და სენეგალის პრეზიდენტი – მაკი სალი. კონფერენციას ესწრებოდა კოალიციის პროექტების კოორდინატორიც, გიორგი ჭანტურია.

30 იანვარი 2018

კონკურსი სოფლად მდებარე იმ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა მასწავლებლებმაც შემოიტანეს აპლიკაცია 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სოფლად მდებარე იმ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა მასწავლებლებმაც შემოიტანეს აპლიკაცია 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე.
საგრანტო კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს სკოლებსა და მასწავლებლებს სასწავლო და სააღმზრდელო მიზნების ეფექტიანად მიღწევაში.

18910