სიახლეები
13 ნოემბერი 2014

რევაზ აფხაზავა რადიო თავისუფლების გადაცემაში “დღეს დილით”

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარე რევაზ აფხაზავა სტუმრად იმყოფებოდა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში, სადაც ისაუბრა კოალიციის მიერ 13 ნოემბერს დაგეგმილი კონფერენციის “ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის” შესახებ. მასალის გასაცნობად ისარგებლეთ ბმულით: http://www.radiotavisupleba.ge/content/revaz-apkhazava-zogad-ganatlebaze/26689544.html

3 ნოემბერი 2014

ფოკუს ჯგუფების კვლევა პედაგოგთა პროფესიული ასოციაციების გაძლიერებასთან დაკავშირებით

ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოებამ, პროექტის ფარგლებში, განახორციელა ფოკუს ჯგუფების კვლევა რეკომენდაციების შესამუშავებლად სკოლის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროცესში სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, საქართველოს 8 რეგიონში (თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ჩატარდა 18 ფოკუს ჯგუფის დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 81 სკოლის დირექტორმა და 99 […]

1353637383945