სიახლეები
9 აგვისტო 2014

ტრენინგი ” წარმატებული ადვოკატირების 5 ეტაპიანი სტრატეგია”

5, 6 და 7 აგვისტოს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველოს წევრი ორგანიზაციებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი “წარმატებული ადვოკატირების 5 ეტაპიანი სტრატეგია”. ტრენინგს უძღვებოდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ასოცირებული ტრენერი ქ-ნი ბუბა ცირეკიძე. აღნიშნული ტრენინგი გამიზნულია წარმატებული ადვოკატირების სტრატეგიის და ტაქტიკის შესამუშავებლად, მისი დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ტრენინგი კურსი მომზადებულია ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის […]

15 ივლისი 2014

კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველოს საჯარო პრეზენტაცია

4 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველოს საჯარო პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არაარასამთავრობო სექტორის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. შეკრებილ სტუმრებს მიესალმა კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი ირინა ხანთაძე. კოალიციის გამგეობის თავმჯომარის, ბ-ნი გიორგი მაჩაბელის პრეზენტაცია […]