სიახლეები
28 აპრილი 2016

მრგვალი მაგიდა “აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი”

26 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში კოალიციის განათლება ყველასათვის – საქართველო და ნიდერლანდების მულტიპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლობით გაიმართა მრგვალი მაგიდა “აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი”, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურმა პარტიებმა და განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს განათლების საკითხებზე მხარეებს შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების პროგრამებში, განათლების და მეცნიერების, როგორც ქვეყნის განვითარების […]

14 მარტი 2016

კონფერენცია „სასკოლო განათლება – საქართველოს მომავალი“

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით 2016 წლის 10-11 მარტს გაიმართა ორდღიანი კონფერენცია “სასკოლო განათლება – საქართველოს მომავალი”. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ხარსიხიანი სასკოლო განათლების, როგორც სახელმწიფოს განვითარების საფუძვლის მნიშვნელობის ხაზგასმა და აქედან გამომდინარე, კონფერენციის ძირითადი თემები ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში სასკოლო […]