CK-12-ის რესურსები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა CK-12-ის ფონდის, განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით.
მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართულ ენაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდაჭერას.
ინიციატივა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით.