სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი

  • კატეგორია: განათლება
  • სტატუსი: მიმდინარე
  • თარიღი: 29/10/2019
  • ვებგვერდი: www.efageorgia.ge

კოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი პროექტს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია სკოლის მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის. ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს სწორედ სკოლის დირექტორები წარმოადგენენ და პირდაპირი გავლენა აქვთ, როგორც მასწავლებლების შრომით ნაყოფიერებაზე, ასევე მოსწავლეთა შედეგებზე. შესაბამისად, მათი გაძლიერება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ დირექტორებს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება გრანპრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც- პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი.

სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა დირექტორებმა უნდა შეავსონ

 

სხვა პროექტები: