მასწავლებლის კრიტიკული აზროვნებისთვის

  • კატეგორია: განათლება
  • სტატუსი: მიმდინარე
  • თარიღი: 10/12/2019
  • ვებგვერდი: www.tprize.ge

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“
განახორციელა. პროექტის მიზანი იყო მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. პროექტი ითვალისწინებდა დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. პროექტის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, მოწვეული ექსპერტების მხარდაჭერით, სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეო რგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ. მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის გზამკვლევი

სხვა პროექტები: