#პეტიცია
განათლების კოალიცია უერთდება ორგანიზაციის მშობლები განათლებისთვის Parents for Education პეტიციას სკოლაში ჯანსაღი კვების უზრუნველსაყოფად![]()
პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ:
იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა;
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი;
განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით.
![]()
დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. თუ გსურთ დღევანდელი ვითარების შეცვლა, მოაწერეთ ხელი პეტიციას https://manifest.ge/petitions/010573/
—
განათლების კოალიცია იწყებს სასკოლო კვების ადვოკატირების ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებში ადგილობრივი კონტექსტისა და გამოწვევების დადგენის მიზნით, ჩატარდება შეხვედრები, დამზადდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო მასალები და მომზადდება შესაბამისი ანგარიშები. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის USAID Civil Society Engagement Program მხარდაჭერით.
#სასკოლოკვება




