საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

for english scroll down

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

2017 წლის 19 მარტს საქართველომ განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიიღო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა განათლების კოალიცია.

აკრედიტაციის საფუძველზე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში დაწესდა 2017 წლის 13 მაისს, განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 15 000 ლარს.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ჟიური წარმართავს, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროს წარმომადგენლებითა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სისტემის საშუალებით აფასებენ თითოეული მასწავლებლის აპლიკაციას, რის შედეგადაც დგება რეიტინგი.

ყოველ წელს ეროვნული ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტარდება.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

About us

“Global Teacher prize – Georgia” is a part of the global campaign that aims to promote teacher profession and increase its prestige, identify successful teacher and present him/her to the society.

Georgia received Global Teacher Prize accreditation at Global Education and Skills forum on March 19th 2017. “Education for All – Georgia” represented Georgia at the forum.

The first National Teacher Prize was initiated and implemented in cooperation with National Canter for Teacher Professional Development (TPDC) in 2017. Later the Ministry of Education and Science of Georgia joined and supported the initiation.