საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12

კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი ისეთი სირთულეების წინაშე დააყენა, როგორიცაა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება და მაღალი ხარისხის ციფრული რესურსების ნაკლებობა. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით 2020 წელს დაიწყო გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის საერთაშორისო ფონდისა და განათლების კოალიციის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა CK-12-ის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების თარგმნას და ადაპტირებას.

საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის ქართული გვერდი – www.ck12.edu.ge – 2020 წელს შეიქმნა და დღემდე 3-4 ათასი რეგულარული მომხმარებელი ჰყავს. ჯამში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმიდან შეირჩა, ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა 15 სახელმძღვანელო STEM საგნების მიმართულებით. ელ-წიგნები განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ვებგვერდზე წარმოდგენილია საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებისთვის გათვალისწინებული მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ელ-სახელმძღვანელოები. ასევე, გამოქვეყნებულია მეცნიერების სახელმძღვანელო, რომელშიც გაერთიანებული და ინტეგრირებულია ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და გეოგრაფიის საკითხები. პორტალზე განთავსებულია ქართულ ენაზე ადაპტირებული ფიზიკის სიმულაციებიც და გამოჩენილი ფიზიკოსების ბიოგრაფიის შემცველი მასალები. მასწავლებლების თხოვნით 2022-2023 წელს სახელმძღვანელოებს დაემატა თარგმნილი სიმულაციები, რომელიც ყველაზე ხშირად გამოყენებული სასწავლო რესურსია, ვინაიდან, პრაქტიკაში რესურსების დეფიციტის პირობებშიც, იძლევა მოსწავლეებისთვის პრაქტიკული მაგალითების, ექსპერიმენტების ჩვენების შესაძლებლობას. სულ ითარგმნა 100-ზე მეტი სიმულაცია.

პლატფორმაზე, ასევე, ვიდეოების სახით წარმოდგენილია ინსტრუქციები საგნობრივი

ვებინარების და ელექტრონული წიგნების შესახებ. სულ 2020-2023 წლებში მომზადებულია 20-ზე მეტი ონლაინვებინარი, რომელსაც დაახლოებით 1500-ზე მეტი მასწავლებელი დაესწრო.

CK-12-ის ქართული გვერდი – www.ck12.edu.ge 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის შესახებ – WWW.CK12.ORG

საგანმანათლებლო პლატფორმა Ck-12-ის გზამკვლევი