საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა

2022 წელს განათლების კოალიციამ, UNICEF-ის მხარდაჭერით და კონსულტაციისა და

ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამასთან პარტნიორობით დაიწყო მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების შესწავლისა და მათთან კონსულტაციების პროცესი. შემუშავდა მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების კატალოგი. ამასთან, ყველა ორგანიზაციამ და ჯგუფმა მიიღო შეთავაზება ადვოკატირების კამპანიაში ჩართვის შესახებ. შედეგად, 2022 წლის 28 ნოემბერს ზოგადი განათლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების აქტივისტებმა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საზოგადოებრივი ალიანსი „მასწავლებლებისთვის“ დააფუძნეს.

საზოგადოებრივი ალიანსის მიზანია მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ტრანსფორმაციის ადვოკატირება და ამ გზით  ხარისხიანი, თანასწორი და კეთილდღეობაზე მიმართული ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერა.

ალიანსის წევრები არიან: განათლების კოალიცია, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამა, სამოქალაქო განათლების ფორუმი, STEM მასწავლებელთა ასოციაცია, მშობლები განათლებისთვის, ასოციაცია ბიო და ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია, ასევე, მასწავლებლების არაფორმალური ქსელების წარომადგენლები გიორგი ჭაუჭიძე, ნათია უჩავა, ქეთევან სეფიაშვილი და შორენა ტაბატაძე.

ალიანსის გაზიარებული ხედვაა, რომ ცვლილებები საჭიროა, როგორც სისტემის დონეზე,

ასევე სკოლის, და თავად მასწავლებლის დონეზე. მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პოლიტიკის რეფორმას განიხილავს სახელმწიფო პოლიტიკის, სკოლისა და მასწავლებლების დონეზე. ალიანსის საქმიანობა ეფუძნება თანაშექმნის პრინციპებს, რაც გულისხმობს რომ ალიანსი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს მასწავლებელთა უწყვეტი

პროფესიული განვითარების სისტემის რეფორმის რეკომენდაციების მომზადებას მასწავლებელთა ჯგუფების  და ზოგადი განათლების სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მობილიზების გზით.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

რეკომენდაციები მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებისათვის (ამ სათაურზე მისამაგრებელი pdf ფაილი არია ამავე ფოლდერში, დანართი N1)

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა მიმოხილვა (ამ სათაურზე მისამაგრებელი pdf ფაილი არია ამავე ფოლდერში დანართი N2)

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების დაფინანსების მოდელი(ამ სათაურზე მისამაგრებელი pdf ფაილი არია ამავე ფოლდერში დანართი N3)