საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საგანმანათლებლო რესურს ცენტრები საქართველოში – საჭიროებათა კვლევა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინტერვენციები განხორციელდა – ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და დანერგვის, საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებების, გამოცდების სისტემის ცვლილებისა და მასწავლებლების კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. თუმცა, ამ ცვლილებების პარალელურად, განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და სკოლების თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯები არ გადადგმულა. ასევე, არ განხორციელებულა განათლების სისტემის ინსტიტუციურ-ფუნქციური და ტერიტორიული მოწყობის და მართვის სისტემის რეფორმა, რომელიც სკოლის, როგორც განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, ავტონომიის ზრდასა და გაძლიერებაზე იქნებოდა მიმართული.

სისტემის დეცენტრალიზაციის მკაფიო პრიორიტეტის არარსებობა განათლების პოლიტიკის
დღის წესრიგში წლების განმავლობაში აფერხებდა სკოლების ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგიის ჩამოყალიბებას და ამ სტრატეგიის განხორციელებაში სხვადასხვა აქტორის როლის დაზუსტებას. ერთ-ერთ ასეთ აქტორს განათლების სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების – რესურსცენტრების ქსელი წარმოადგენს.

SOCIAL LABORATORY