საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება

COVID 19 პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასების კვლევა მომზადდა განათლების კოალიციის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, პანდემიაზე რეაგირების ინიციატივების ფარგლებში.

კვლევის  მიზანი იყო  კოვიდ 19 პანდემიის პირობებში საქართველოში სასწავლო დანაკარგების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება.

„კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და ყველა საგანშია. თუმცა, მნიშვნელოვანი მიგნებაა ის, რომ ამ საკითხის გაცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სისტემის დონეზე. ჩვენი მიგნებები გვაჩვენებს იმასაც, რომ განსაკუთრებული დანაკარგები გვაქვს მათემატიკაში და დაწყებით საფეხურზე, წიგნიერების უნარების განვითარების მიმართულებით. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ საქართველოში პანდემიამ კიდევ უფრო გააფართოვა უთანასწორობა, განსაკუთებით, მოწყვლად ჯგუფებში. ჩვენ ის რისკ-ჯგუფებიც გამოვყავით, რომელთაც არსებული კრიზისი მეტად შეეხოთ. ეს გახლავთ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ მიზნობრივი პროგრამები ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს და რემედიალური პროგრამები, პირველ რიგში, სწორედ ამ რისკ-ჯგუფბთან უნდა დაიგეგმოს“, – აცხადებს ირინა ხანთაძე.

კვლევის დოკუმენტი – COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება