განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია, ტუნისში, განათლების გლობალური კამპანიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.
გიორგი ჭანტურია უძღვებოდა სესიას თემაზე: საერთაშორისო მიდგომები, განათლების დაფინანსება და პოლიტიკა. სესიაზე იმსჯელეს განათლების დაფინანსების გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ, ასევე დაფინანსების მოდელების მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაზე.
განათლების გლობალური კამპანიის მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოში, 2020 წლის თებერვალში გაიმართება.