#პეტიციაგანათლების კოალიცია უერთდება ორგანიზაციის მშობლები განათლებისთვის Parents for Education პეტიციას სკოლაში ჯანსაღი კვების უზრუნველსაყოფად
პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ:
იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა;
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი;
განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით.
დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. თუ გსურთ დღევანდელი ვითარების შეცვლა, მოაწერეთ ხელი პეტიციას https://manifest.ge/petitions/010573/
—
განათლების კოალიცია იწყებს სასკოლო კვების ადვოკატირების ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებში ადგილობრივი კონტექსტისა და გამოწვევების დადგენის მიზნით, ჩატარდება შეხვედრები, დამზადდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო მასალები და მომზადდება შესაბამისი ანგარიშები. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის USAID Civil Society Engagement Program მხარდაჭერით.