საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

განათლების კოალიცია 5 წლის გახდა

ამ დროის განმავლობაში კოლიცია ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთ ძლიერ და გავლენიან საზოგადოებრივ მოძრაობად რომელშიც გაერთიანებულია განათლების სფეროში მოქმედი 15 ორგანიზაცია.

5 წლის მანძილზე კოალიცია აქტიურად მუშაობდა სასკოლო განათლების პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით. ამ მხრივ, განვახორციელეთ 20-მდე პროექტი, მოვამზადეთ 25 კვლევითი/პოლიტიკის დოკუმენტი, გავეცით 15-მდე ქვე-გრანტი, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე. კოალიციის ადვოკატირების შედეგად დაიწყო მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების სერვისების დეცენტრალიზაცია. კოალიციის ადვოკატირებითა და ტექნიკური დახმარების შედეგად გაიზარდა მუნიციპალიტეტების როლი ზოგადი განათლების სფეროში. ამასთან, კოალიციის ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ საგნობრივი თუ სხვა ტიპის ასოციაციები.

რაც მთავარია, წამოვიწყეთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზების ყველაზე მასშტაბური და წარმატებული კამპანია – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა წარმატებული მასწავლებლების ქსელი – ათეულთა კლუბი რომლის მიზანიც პროგრესული პედაგოგიური პრაქტიკების გავრცელებაა.

2019 წელს დავიწყეთ სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი რომლის მიზანიც სკოლის მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა და წარმატებული დირექტორების გამოვლენაა.

ბუნებრივია, თითოეული ეს წამოწყება შეუძლებელი იქნებოდა მხარდამჭერების გარეშე. შესაბამისად, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ პატრნიორ და დონორ ორგანიზაციებს.

როგორც დასაწყისში, ჩვენი მიზანი დღესაც სასკოლო განათლების სისტემის განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით რაც ამ სფეროშია, კიდევ უფრო მეტი აქტიურობითა და ენთუზიაზმით გავაგრძელებთ მუშაობას!