მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში განათლების კოალიციის ორგანიზებით მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა გიორგი ჭაუჭიძემ წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: „რატომ უნდა გახდე მასწავლებელი”
გიორგი ჭაუჭიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, და ისტორიის მასწავლებელია. 2019 წელს იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – კონკურსი ყოველწლიურად იმართება განათლების კოალიციის ინიციატივით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების კოალიციასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე 2019 წლიდან მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ოფიციალური მხარდამჭერი გახდა. მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების კოალიციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მხარდაჭერასა და ორგანიზაციების თანამშრომლობას კონკურსის წარმართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში.