საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნინო წიფიანი

ნინო წიფიანი  სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის სერტიფიცირებული დირექტორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. პროფესიით ფილოლოგია.  თვლის, რომ არის წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორი.

ნინო წიფიანი ფიქრობს, რომ სკოლის ეფექტიანობა პირდაპირპროპორციულია სკოლის დირექტორის საქმიანობასა და როლთან. როგორც სკოლის დირექტორი და საგანმანათლებლო ლიდერი, სკოლის გუნდთან ერთად ხელს უწყობს ყველა მოსწავლეს წარმატების მიღწევაში.  სკოლაში დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამები, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას სწავლის პროცესში, ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე. მისთვის მნიშვნელოვანია სკოლის უსაფრთხო გარემო, თანამშრომლების და მოსწავლეების უსაფრთხოება. თანამშრომლობს ოჯახებთან და თემის წარმომადგენლებთან, მუდამ ღიაა სიახლეებისთვის, აღიარებს და აფასებს წარმატებას, ცდილობს პრობლემების მოგვარებას, ეფექტიანად მართავს რესურსებს.

ქალბატონი ნინო სკოლის წარმატებისთვის გამოყოფს ძირითად და აუცილებელ ფაქტორებს, რომელთა ერთობლიობა წარმატებულ სკოლის მოდელს ქმნის. მისი სამომავლო გეგმა არის რეალისტური, სკოლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესრულების ვადების სწორად განსაზღვრით, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებითა და თანაბარი პირობების შექმნით ყველა მოსწავლისათვის. ახერხებს და ქმნის მზრუნველ, კეთილგანწყობილ, თანამშრომლობით, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სასკოლო სივრცეს. პრიორიტეტია მოსწავლე, მოსწავლის სწორი ფსიქო-ფიზიკური განვითარება, დაცულობის განცდა და მოტივაცია წარმატების მისაღწევად, სწორი ორიენტირები და სწორი აქცენტები თანამედროვე, განვითარებული, წარმატებული მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.

ნინო წიფიანი არი სკოლის თანამშრომლის ხელშემწყობი და გულშემატკივარია, რომელსაც აქვს ხედვა, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაშია მოსწავლეებთან, მშობლებთან და ღიაა თანამშრომლობისთვის, არის ინიციატორი და მხარდამჭერი.

იგი ამჟამად ცხოვრობს წალკის რაიონის სოფელ ბარეთში, სჯერა, რომ დაბრუნდება აფხაზეთში. არაერთი პრობლემა მოგვარდა მისი აქტიური მონაწილეობით  (საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, სასმელი წყალი და სხვ.), ეხმარება მოსახლეობასა და თემს სოციალური პროექტების მართვაში, მუშაობს გენდერულ თანასწორობისა და ქალთა ინტეგრაციის მიმართულებით. ჩართულია წალკაში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კამპანიაში. თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მართვაში.