საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სასკოლო კვების საკითხის აქტუალიზებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განათლების კოალიციამ და ასოციაციამ „მშობლები განათლებისთვის“ 14 -19 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღეს, პირველად საქართველოში სასკოლო კვების კვირეული გამართეს.

სასკოლო კვების პრობლემას მრავალფეროვანი აქტივობებისგან შემდგარი კვირეული მიეძღვნა. 

14 მარტი სასკოლო კვების ფორუმი

ფორუმზე განათლების კოალიციამ  სოციალური ლაბორატორიების  ანგარიში „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი’’ წარმოადგინა, ხოლო პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართა მსჯელობა როგორც არსებული გამოწვევების, ისე მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებ. ფორუმის ფარგლებში, აუდიტორიას მიმართა სუზან მაიერმა, სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციის მრჩეველმა და ისაუბრა როგორც სასკოლო კვების ქსელის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს გაწევრიანებისა და სახელმწიფოს მიერ ასაღები ვალდებულებების თაობაზე.

დღის წესრიგი >>

„უკვე წლებია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიზნით, სწავლა-სწავლების მიმართულებით, მრავალნაირ პროგრამას ვახორციელებთ: ვცვლით კურიკულუმებს, ვამზადებთ მასწავლებლებს, ვცდილობთ შემოვიყვანოთ ახალი კადრები და ა.შ. თუმცა, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის უმთავრესია ბავშვების კეთილდღეობაზე მეტად ვიზრუნოთ. ეს იმას ნიშნავს რომ მათ, მინიმუმ, არ უნდა სციოდეთ და არ უნდა შიოდეთ. ამის შემდეგ უკვე ემოციურად უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს და ინფრასტრუქტურული გარემო, რომელიც სკოლაში ხვდებათ, კომფორტული იყოს. ეს მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ბავშვი მოტივირებული იყოს და სწავლებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ირინა ხანთაძემ.

„ძალიან კარგი იქნებოდა სკოლაში ყოფილიყო ბუფეტი, სადაც საჭმელი მომზადებოდა და იქნებოდა უფასო, ან მინიმალური ღირებულების, რათა ყიდვა ყველას შესძლებოდა. ამ ღონისძიებაზე იმიტომ მოვედი რომ მინდა სკოლებში ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანსაღი კვება იყოს. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება რაიმე შეიცვალოს. ამის დიდი იმედი მაქვს“,

17 მარტი აქცია სასკოლო კვების მხარდასაჭერად

კვირეულის ორგანიზატორებმა მოხალისეების დახმარებით მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” საინფორმაციო აქცია გამართეს. ორი საათის განმავლობაში მოქალაქეებს აცნობდნენ კვების პროგრამის იდეას, დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები, ხოლო მთავრობას მოუწოდეს, ოპერატიულად დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უზრუნველყოფდეს უფასო კვებას ყველა მოსწავლისათვის, არამარტო აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისთვის, არამედ იმ სოციალური გამოწვევებისთვის რომელიც ქვეყანას აქვს"

ცნობილი სახეები სასკოლო კვების მხარდასაჭერად

კვი­რე­ულს ვი­დე­ოგ­ზავ­ნი­ლე­ბით შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, 14-19 მარტს, სა­თე­მო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­სა­ჭე­რად, სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბები გა­მარ­თეს.

განათლების კოალიცია აწარმოებს სასკოლო კვების ადვოკატირების კამპანიას. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით USAID Civil Society Engagement Program