საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სკოლების დეპოლიტიზება-გამოწვევები და ტენდენციები

პროექტის „სკოლების დეპოლიტიზება“ ფარგლებში შემუშავებული ანგარიში „სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“.

ანგარიშის ავტორი, ირმა პავლიაშვილი.

ანგარიშმა მოიცვა 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნების წინასაარჩევნო და შემდგომი პერიოდი და მისი მიზანი იყო 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას განვითარებული მოვლენების/ფაქტების ანალიზი, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის საჯარო სკოლების თანამშრომლების ნებისმიერი ფორმით გამოყენებას ან მათზე ზეგავლენას ეხება.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ანგარიშში განხილულია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული ფაქტები; მედიასაშუალებების მიერ გაშუქებული მოვლენები; აგრეთვე, გარკვეული ფაქტების დაზუსტების მიზნით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან.

ანგარიშის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „სკოლების დეპოლიტიზება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

საჯარო სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციები