სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს! ჩვენი მხრივ, ვიაზრებთ რომ საომარ მოქმედებებთან ერთად, ჩაბმული ვართ საინფორმაციო ომში და ვცდილობთ ამ მხრივ შევიტანოთ საკუთარი წვლილი.
ამასთან, გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას სკოლებში უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველი ქმედებების აკრძალვასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს თუ რამდენად შეზღუდულია სკოლის ავტონომია, სკოლებში გამოხატვის თავისუფლება და რამდენად მიმართავენ ადამიანები თვითცენზურას.
გთხოვთ, აუცილებლად მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართეთ სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობას efacoalition@efageorgia.ge.