საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ

განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები არიან:

  • ინა ბიწაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ლენა გომართელიილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მორის დანდურიშვილიქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მარინა ისკაკოვაქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • გელა მაჭარაშვილისაჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ვარდენ ნიქაბაძემამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მიმოზა ღოლიჯაშვილიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ნინო წიფიანიწალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მამუკა ხამხაძექალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • შორენა  ხუხუაქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრის თვეში გამოვლინდება. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), “თიბისი”, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.