საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში მომხდარ ფაქტს: სოფლის მაცხოვრებელთა ნაწილმა გეოგრაფიის მასწავლებელს (ჰამიდ სადიხლი) იძულებით მოახდევინა ბოდიში და ამის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა.

გვსურს, ცალსახად აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ტიპის განცხადება, მით უმეტეს მასწავლებლის, უნდა იყოს კორექტული და არ უნდა შეურაცხყოფდეს სხვას. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ადრეული ქორწინების, ბავშვთა შრომისა თუ მათზე ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენასა და აღმოფხვრაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ისინი არიან ვალდებული, ამ ტიპის შემთხვევებზე გამოხატონ თავიანთი აზრი და იმოქმედონ კიდეც.

მივმართავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, საქართველოს სახალხო დამცველს და ყველა პასუხისმგებელ უწყებას, რომ გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და გატაცების ფაქტთან ერთად გამოიძიონ მასწავლებლის ღირსების შელახვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების ფაქტებიც და მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები.

უნდა გვახსოვდეს, რომ მასწავლებლებისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზიანოა არა მარტო კონკრეტული სკოლის, მისი მოსწავლეებისა და თემისათვის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]