“სასკოლო კვებასთან დაკავშირებულ პროექტში ვმონაწილეობდი, სადაც მოსწავლეებმა გამოცდილებები და ისტორიები გავუზიარეთ ერთმანეთს. ამან უფრო ღრმა წარმოდგენა შემიქმნა, თუ რა ხდება სხვა სკოლებში კვებასთან დაკავშირებით”, — ამბობს თბილისის ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, — “ჩემი მეგობრისგან მოვისმინე ისტორია, რომ მის სკოლაში არის “ნისიების რვეული”, და მეორე და მესამეკლასელ ბავშვებს, რომლებსაც გადასახდელი თანხა უგროვდებათ, აღარ აძლევენ საჭმელს”.