განათლების კოალიცია
კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში. კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის (Global Campaign for Education) წევრია. კოალიცია უკვე სამი წელია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსს. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.