სკოლის დეპოლიტიზების მოძრაობა-ძირითადი პრინციპები

Feature Image

სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობის წევრებს გვწამს, რომ მხოლოდ თავისუფალ და  არაძალადობრივ გარემოში არის შესაძლებელი მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და მათი ჩამოყალიბება დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე და აქტიურ მოქალაქეებად. აქედან გამომდინარე მოძრაობა ერთიანდება შემდეგი ძირითადი პრინციპების გარშემო:

1. სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობა წარმოადგენს კეთილი ნების ადამიანების ერთობას, რომელთა მიზანია სკოლის დაცვა არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენებისგან;

2. დეპოლიტიზების მოძრაობა არის აპოლიტიკური, დამოუკიდებელი ერთობა და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ  ძალასა თუ სახელისუფლებო ორგანიზაციას;

3. მოძრაობა მოწოდებულია დაიცვას სკოლა ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ზეწოლისგან, მიუხედავად პოლიტიკური ძალის სახელისუფლებო თუ ოპოზიციური კუთვნილებისა;

4. მოძრაობის საქმიანობის მთავარი ორიენტირია სასკოლო თემის სამოქალაქო და პოლიტიკური  უფლებების დაცვა;

5. მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია საარჩევნო პერიოდში, თუმცა განათლების სისტემის დეპოლიტიზებისთვის იგი ორიენტირებულია გრძელვადიან და თანმიმდევრულ საქმიანობაზე მუდმივ რეჟიმში;

6. მოძრაობა სასკოლო თემის მხარდაჭერასთან ერთად ასევე ზრუნავს ისეთი ცვილებების განხორციელებაზე, რომელიც უზრუნველყოფს  ზეწოლის ბერკეტების აღმოფხვრასა და სისტემურ დონეზე პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას.