სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ღია კარის დღე

Feature Image

ქ. რუსთავში, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ღია კარის დღე გაიმარა. პრეზენტაციას წარუძღვა განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია.

პრეზენტაციაზე დირექტორებს საშუალება ჰქონდათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების და საკონკურსო კომისიისა შესახებ. ასევე გაეცნენ კონკურსის სარეგისტრაციო ვებგვერდს.

კონკურსის შესახებ:
სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს განათლების კოალიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს. კონკურსის მხარდამჭერები არიან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, თიბისი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია 4media.
კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ დირექტორებს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება გრანპრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც- პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.