ფასდაუდებელი Edtech პლატფორმა დისტრანციური სწავლების დროს

Feature Image

როდესაც უამრავი პედაგოგი, მთელს მსოფლიოში, ცდილობდა გარკვეულიყო თუ როგორ ჩაეტარებინა გაკვეთილები დისტანციურად და თან მწირი ბიუჯეტით, ბევრამა მათგანმა მიმართა ე.წ. ღია საგანმანათლებლო რესურსებს (OER-Open Education Recources). განსაკუთრებით იმ ათობით ათასმა მასწავლებელმა, რომლებიც საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეებს ასწავლიდნენ, მათ აირჩიეს საგანმანათლებო ტექნოლოგიების სფეროში ძალიან სანდო მეწარმე, ნირუ ხოსლა.

ხოსლა არის არაკომერციული ორგანიზაციის CK-12 გენერალური დირექტორი, რომელიც 2007 წელს დაარსდა და 30 წევრისგან შედგება. ხოსლას მისია იყო დაინტერესებული პირებისთვის მიეწოდებინა უფასო ელექტრონული წიგნები, განსაკუთრებით მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ორგანიზაციის მიზანია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხის უფასო რესურსები, რომელიც დაეხმარება მათ ისწავლონ თავიანთი ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში.

ბოლო რვა წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა გამოიყენა CK-12 რესურსები. მათ შორის ელექტრონული წიგნები (ე.წ “Flexbooks” – მოქნილი სახელმძღვანელო), ადაპტაციური პრაქტიკული სავარჯიშოები, სამეცნიერო სიმულაციები. შეიქმნა 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“, სტუდენტებმა უპასუხეს 790 მილიონზე მეტ შეკითხვას ჯამურად და ჩატარებული საათების რაოდენობამ შეადგინა 20 მილიონი სასწავლო საათი.

CK-12 სტატეგიაა სტაბილური, ზოგჯერ ნელი, მაგრამ  წინმავალი ნაბიჯების გადადგმა და არა ერთი გრანდიოზული ფართოდ რეკლამირებული პროდუქტის გამოშვება.  ამას ჯიმ კოლინზი „ბორბლის პრინციპს“ უწოდებს. კოლინზი ამბობს: „ დიდი კომპანიის ანდა სოციალური წარმოების შექმნისთვის არ არსებობს ერთი რომელიმე განსაზღვრული მოქმედება, ერთი კონკრეტული გეგმა, ერთადერთი ინოვაცია, ერთადერთი ბედნიერი შემთხვევა და სასწაული. არამედ, ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ გიგანტური, მძიმე ბორბლის ბრუნვას, რომელიც მოხვევიდან მოხვევამდე ზრდის იმპულსს ვიდრე არ მიაღწევს სასურველ წერტილს“.

დევიდ უილი Lumen Learning დამფუძნებელი, დიდი მოაზროვნე  და აკადემიური ოფიცერი აღნიშნავს, რომ CK-12 არის ღია საგანმანათლებლო რესურსის- OER-ის ავანგარდში, რომელიც ახორციელებს ადაპტაციურ და ინდივიდუალურ სწავლებას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ სისტემაში, რათა პერსონალრი გზით ისწავლონ და განვითარდნენ.

მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო CK-12 ყურადღების ცენტრში მოექცა. „პანდემიის პერიოდში მომხმარებლები ინტენსიურად სარგებლობდნენ საიტით და მომხმარებელთა რეგისტრაციის მაჩვენებელიც 480 პროცენტით გაიზარდა“- ამბობს მირალ შაჰი, CK-12-ის ტექნიკური დირექტორი. ონლაინ კლასების რაოდენობა, რომლებიც ასწავლიდნენ მომხმარებლებს თუ როგორ უნდა ესარგებლათ CK-12-ის რესურსებით, ექვსჯერ გაიზარდა. ამის გამო CK-12  აშშ-ში მარტის თვეში ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ვებგვერდებს შორის მოხვდა და ამაზონ ალექსას ვებგვერდების ანალიტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული სარეიტინგო კვლევების მიხედით 330-ე ადგილი დაიკავა Amazon’s Alexa website analytics service.

დღეისათვის, რადგან მასწავლებლები და მოსწავლეები გეგმავენ შექმნან განათლების ჰიბრიდული სამყარო, CK-12 დარჩება მათ საყრდენად.

ეს კარგი ამბავი აღმოჩნდა დუან ჰებეკერისათვის, ცენტრალური კალიფორნიის მერსედის ოლქის განათლების ოფისის მათემატიკის კოორდინატორისათვის, რომელმაც შემუშავებული ჰქონდა ვიდეოების კატალოგი საკუთარი მოსწავლეებისთვის და როდესაც მარტში კორონავირუსის გამო სკოლები დაიხურა მან მიმართა CK-12-ს რესურსების შესაქმნელად. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰებეკერმა ინტეგრირება გაუკეთა საკუთარ მასალებს, შექმნა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით 16 ე.წ „ფლექს ბუქი“ CK-12 -ზე. ჰებეკერისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ CK-12-მა  მისცა მას შესაძლებლობა, მიჰყოლოდა სწავლების უნივერსალური მეთოდს, რაც გულისხმობდა ჩართულობის, რეპრეზენტაციის, ასევე მოქმედებებისა და გამოხატვის მრავალი საშუალებით უზრუნველყოფას.

ღია ელექტრონული, უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი სწავლების შექმნა და დანერგვა აღელვებდა ნერუ ხოსლას, რომელმაც დააფუძნა CK-12 მურუგან პალთან ერთად. პალი გახლდათ დიდი ხნის მეწარმე და ინჟინერი. მათი თავდაპირველი მიზანი მარტივი ჩანდა: მასწავლებლების მიერ შექმნილიყო შინაარსი, რომელიც უფასოდ, ადვილად და ყველგან ხელმისაწვდომი იქნებოდა  მოსწავლებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნირუ ხოსლას ჰქონდა მოლეკულური ბიოლოგის კვალიფიკაცია, მან წლები დახარჯა, სტენფორდის საგანმანათლებლო სკოლის მაგისტრის წოდების მისაღებად.  მისმა მეუღლემ ვინოდ ხოსლამ, რომელიც ვენჩურული კაპიტალისტი გახდა წყვილი მილიარდელების სიაში შეიყვანა.

ნირუმ დაინახა, რომ კერძო სკოლებში, სადაც მისი შვილები დადიოდნენ ხელმისაწვდომი იყო მრავალი სახის რესურსები. ეს რესურსები, არა მხოლოდ იმას მოიცავდა, რომ ბავშვები სწავლიდნენ ფაქტებს, არამედ საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიდნენ მოსწავლეებს დაენახათ კონცეფციები როგორ ეთავსებოდნენ ერთმანეთს. ნირუს უნდოდა ასეთი რესურსები ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველგან, ყველა მოსწავლისთვის.

ამიტომ ნირუ ხოსლამ დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია CK-12.  მისი ოჯახის სიმდიდრე იძლეოდა საშუალებას, რომ CK-12-ს ჰქონოდა სტაბილური ბიუჯეტი, წელიწადში 9 მილიონი დოლარის ოდენობით. ბევრი ფილანტრობისგან განსხვავებით, ხოსლა ყველაფერში მონაწილეობდა და ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ძალიან განიცადა, როცა მისი თანადამფძნებელი 2012 წელს ალს – ALS გარდაიცვალა. თუმცა მისი ნება, სკოლები საჭირო მასალებით უზრუნველყო, ურყევი დარჩა.

„ნირუს ლიდერობა ეს ის არის რაც აიძულებს CK-12-ს იმუშაოს“ – აღნიშნავს შაჰი, რომელიც 8 წლის წინ შეუერთდა CK-12-ჯგუფს, როგორც ტექნიკური დირექტორი „არსებობს მრავალი ელემენტი, ხედვა, ჩვენი მიზანი, დამოკიდებულება, რომელიც ნერუს აქვს თანამშრომლების მიმართ, საქმე მარტო ჩვენს გუნდში  არ არის. ჩვენთან ერთად მუშაობენ პედაგოგები, რომელთაც შემოაქვთ უამრავი სიახლე.“

ტექნოლოგიები, რომელსაც წარმოადგენდა ხოსლა იყო უფრო რთული, ვიდრე ღია შინაარსის საცავი რამდენიმე ვიდეოსთან ერთად. მას უნდოდა გამოეყენებინა ადაპტაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, რომ საუკეთესო გზით მიეწოდებინა შინაარსი მოსწავლეებისათვის. „ჩვენი მოდელი უნდა ყოფილიყო მეტი ვიდრე OER აგრეგატორი“ ამბობს ხოსლა. „ჩვენ გვინდოდა შინაარსის მორგება და სასწავლო ბილიკების შექმნა მოსწავლეებისთვის, გვინდოდა ამ პროცესში ჩაგვერთო მასწავლებლები, რათა მათ გამოეყენებნათ მთელი თავიანთი ცოდნა და შემოქმედების უნარი“.

CK-12 პლატფორმის მთავარი ბირთვი ინტერაქტიული სავარჯიშოები და ადაპტაციური შეკითხვები გახდა. „ყველაფერი უნდა ყოფილიყო შესაბამისი და კონცეფციები ერთმანეთთან დაკავშირებული“ ამბობს ხოსლა. შედეგად CK-12 ჯგუფმა და პედაგოგებმა  შეიმუშავეს ასობით ათასი შინაარსის „ბლოკი“. ხოსლა განიხილავს მათ, როგორც გასაღებს ამაზონის მსგავსი სასწავლო შინაარსის კატალოგის შესაქმნელად. პედაგოგებს შეუძლიათ დააკავშირონ ყველაფერი, რაც მათ საჭიროებებს ემსახურება. აგრეთვე მათ შეეძლოთ საკუთარი სასწავლო გეგმის მასალების გამოქვეყნება სხვებისთვის CK-12 ბიბლიოთეკაში.

ერთი წლის წინ CK-12 დაიწყო „Flexbook-2.0“ სრული კურსის გამოშვება, სადაც CK-12 ყველაზე პოპულარული სასწავლო რესურსები ერთ ადგილას იყო ორგანიზებული. ყველა ვისაც წვლილი შეაქვს CK-12 შინაარსის შექმნაში მასალას ავრცელებს ღია ლიცენზიით. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები თავისუფლად იყენებენ სხვების მიერ შექმნილ რესურსებს. მაგალითად ჰებეკერის მასალის ჩათვლით.

შაჰი აღნიშნავს, რომ ამ შემოდგომაზე CK-12  გააორმაგებს თავისი პლატფორმის „ინტელექტს“ და „ფლექს ბუქის“ ბევრ კოლექციას დაამატებს ე.წ.“ სტუდენტურ რეპეტიტორს“ და „მასწავლებლის დამხმარეს“. „მოსწავლეს არ მოუწევს პასიურად წაიკითხოს მხოლოდ ტექსტები და უყუროს ვიდეოებს. ისინი ჩაერთვებიან ინტერაქციული მოდულებით, მოახდენენ შედარებას სხვა მასალებთან, ჩამოაყალიბებენ ჰიპოთეზებს და მიიღებენ დაუყოვნებელ უკუკავშირებს“ -ამბობს ის. CK-12 აპირებს აგრეთვე ჩატ-ბოტების დამატებას, რომ შეახსენონ სტუდენტებს, რომელი დავალება აქვთ გასაკეთებელი უახლოეს მომავალში, შეახსენებს კონცეფციებს, რომლებიც მათ უკვე შეისწავლეს და ა.შ.

მიუხედავად იმისა რომ ხოსლა და მისი გუნდი იყენებს მაღალ ტექნოლოგიას, მათ კარგად ესმით, რომ მათი დანიშნულება არ არის ასეთი ინსტრუმენტის – როგორც სწავლების მეთოდის სახელმწიფოსთვის მიწოდება. „აშშ -ს კონსტიტუცია ჩვენ არ გვპირდება მოგვანიჭოს სწავლების უფლება“-აცხადებს ხოსლა. მათი აზრით ასეთი პლატფორმის შექმნის ფასეულობა, არის მოსწავლეს მისცეს მაღალი ხარისხის სწავლის შესაძლებლობა, ხოლო უამრავ მასწავლებლს მიაწოდოს საჭირო სასწავლო მასალა ელექტონული ფორმატით. სწორედ ამის გამო CK-12-ს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა მომავალში.