განათლების კოალიციამ პროექტის „სასწავლო დანაკარგების შესწავლა პანდემიის პირობებში“ განხორციელება დაიწყო
განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, პანდემიაზე რეაგირების ინიციატივების ფარგლებში, ახალი პროექტი: სასწავლო დანაკარგების შესწავლისა და შესაბამისი მაკომპენსირებელი ინიციატივების მომზადების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია კოვიდ 19 პანდემიის პირობებში სკოლების დახურვით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების მოცულობის და გავლენის შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება. პროექტი ითვალისწინებს სასწავლო დანაკარგების...
ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერას აგრძელებს
24 მარტი, 2021 წელი – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ორმხრივ თანამშრომლობას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა“ და მასწავლებლის პროფესიის...
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ამასთან ერთად გაიხსნა ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც. ღონისძიება განათლების კოალიციის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ გახსნა. მაყურებელს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და გუდავაძე პატარკაციშვილის...
სკოლების დეპოლიტიზება-გამოწვევები და ტენდენციები
პროექტის „სკოლების დეპოლიტიზება“ ფარგლებში შემუშავებული ანგარიში „სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“. ანგარიშის ავტორი, ირმა პავლიაშვილი. ანგარიშმა მოიცვა 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნების წინასაარჩევნო და შემდგომი პერიოდი და მისი მიზანი იყო 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას განვითარებული მოვლენების/ფაქტების ანალიზი, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის საჯარო სკოლების თანამშრომლების...
განათლების კოალიციის განცხადება
გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში, ზოგადი განათლების სისტემაში სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს. მიგვაჩნია რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით. ჩვენთვის, ისევე როგორც მთლიანად სასკოლო...
სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის განცხადება
სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებსა და მათში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ჩართულობას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ გრძელდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული სააგიტაციო/კამპანიური ხასიათის შეხვედრები, რომელსაც მაჟორიტარობის კანდიდატები და/ან მმართველი პოლიტიკური პარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნული შეხვედრების დროს ადმინისტრაციული რესურსის...
CK-12-ის პლატფორმაზე ქართველი მოსწავლეებისთვის სპეციალური გვერდი შეიქმნა
განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით CK-12 პლატფორმაზე დისტანციური სწავლების პროცესში ქართველი მოსწავლეების დასახმარებლად სპეციალური გვერდი შეიქმნა. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი სპეციალური გვერდის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე, ck-12-ის აღმასრულებელმა დირექტორი, ნირუ ხოსლა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან...
ფასდაუდებელი Edtech პლატფორმა დისტრანციური სწავლების დროს
როდესაც უამრავი პედაგოგი, მთელს მსოფლიოში, ცდილობდა გარკვეულიყო თუ როგორ ჩაეტარებინა გაკვეთილები დისტანციურად და თან მწირი ბიუჯეტით, ბევრამა მათგანმა მიმართა ე.წ. ღია საგანმანათლებლო რესურსებს (OER-Open Education Recources). განსაკუთრებით იმ ათობით ათასმა მასწავლებელმა, რომლებიც საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეებს ასწავლიდნენ, მათ აირჩიეს საგანმანათლებო ტექნოლოგიების სფეროში ძალიან სანდო მეწარმე, ნირუ ხოსლა. ხოსლა...
სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა
საზოგადოებრივმა სექტორმა განათლების სისტემის დეპოლიტიზების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივი კომისია წარადგინა. კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბრის განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს. კომისიის შემადგენლობაში შედიან განათლების სპეციალისტები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები. კომისია მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე და...