მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა

  • კატეგორია: განათლება
  • სტატუსი: მიმდინარე
  • თარიღი: 10/12/2019
  • ვებგვერდი: www.tprize.ge

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დაწესდა განათლების კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა და ამ პროექტით საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკის, ტელეკომპანია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებელის და მარკეტინგული კომპანიის 4MEDIA მხარდაჭერით. სხვა მხარდამჭერები არიან: ბაქსვუდის სკოლა, გიმნაზია „შავნაბადა“ და სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“. www.tprize.ge

 

სხვა პროექტები: