სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მომზადდა გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე – „ბავშვთა ადრეული განვითარება – რჩევები მშობლებს”.
აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას ეხება – როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე.