სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი განახორციელა განათლების კოალიციამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის მიზანი იყო სკოლის მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის. ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს სწორედ სკოლის დირექტორები წარმოადგენენ და პირდაპირი გავლენა აქვთ, როგორც მასწავლებლების შრომით ნაყოფიერებაზე, ასევე მოსწავლეთა შედეგებზე. შესაბამისად, მათი გაძლიერება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისათვის. კონკურსში მონაწილეობდნენ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედი დირექტორებს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდაა გრანპრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც- პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი.
სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდმა კი შეადგენა 25 000 ლარი. სკოლებს შორის თანხის განაწილებაზე გადაწყვეტილებას მიიღო კონკურსის საბჭომ.
პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა დირექტორებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.